Tuesday, February 25, 2014

კონფერენცია

21 თებერვალს გაიმართა კონფერენცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 8 სკოლის ქიმიის, ბიოლოგიის და გარემოს დაცვის კლუბის წევრები, მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები მოცემულ თემებზე:
 ბიოლოგია თემაზე - ,,გენური ინჟინერია გენმოდიფიცირებული პროდუქტები
ქიმია თემაზე - ,,ქიმია XXI საუკუნეშიან ,,ქიმიის როლი თანამედროვე ტექნოლოგიებში
გარემოს დაცვა თემაზე - ,,ბორჯომ-ხარაგაული ტყე-პარკის ეკოლოგიური მნიშვნელობა
  მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბიდან კონფერენციაზე წარსდგა მარიამ ურიგაშვილი თემით: ,,ბორჯომ-ხარაგაული ტყე-პარკის ეკოლოგიური მნიშვნელობა. მან დამსწრე საზოგადოებას დააცნო ტყე პარკის ისტორია, მისი მნიშვნელობა და საფრთხეები. გარემოს დაცვის თემაზე წარმოდგენილი იყო 8 სკოლის 8 მოსწავლე, მათშორის მარიამ ურიგაშვილი.
    საუკეთესო პრეზენტაციის ავტორ და მის ხელმძღვანელ გადაეცათ თემატური სახემძღვანელოები, დანარჩენმა მონაწილეებმა კი მიიღეს სერთიფიკატები მონაწილეობისათვის. ამ კონფერენციაზე მარიამ ურიგაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი და მარიამს და მე როგორც ხელმძღვანელს გადმოგვეცა თემატური სახელმძღვანელოები.


პრეზენტაცია:





 გაეცანით კონფერენციის  ანგარიშს და ფოტო მასალას:




Saturday, December 28, 2013

"კლუბის დახურვის ცერემონია"

   კლუბმა "მწვანე საქართველო" დაასრულა 3 თვიანი მუშაობა და 20 დეკემბერს გამართა დასკვნითი პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ორგანიზაცია "აფხაზეთის" წარმომადგენლები ,  სხვა კლუბის პედაგოგები და მოსწავლეები. კლუბის წევრებმა მიმოიხილეს სამ თვინი მუშაობა და მადლობა გადაუხადეს პროექტის ორგანიზატორებს.

პრეზენტაცია და ვიდეო :



 


გაეცანით კლუბარი მუშაობის ანგარიშს.








Wednesday, December 11, 2013

არასამუშაო შეხვედრა

       11 დეკემბერს კლუბის წევრებს დავახვედრეთ სიურპრიზი კლუბის პედაგოგებმა მე და თამარ სალუქაშვილმა და გადავეცით მაისურები მათ მიერ შექმნილი ლოგოს გამოსახულებით. შეხვედრა იყო ხალისიანი და არასამუშაო.







საქმიანი შეხვედრა

    6 დეკემბერს კლუბის ორი წევრი მარიამ ურიგაშვილი და მარიამ გინტური შეხვდნენ გორის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს, სადაც იმსჯელეს სოფელ მეჯვრისხევში ნაგვის ურნების დადგმასთან დაკავშირებით.



Wednesday, November 13, 2013

დაჯილდოვება

დღეს 13 ნოემბერს  ჩვენი კლუბის- " მწვანე საქართველო"- პროექტი დააფინანსეს და გრანტი გადმოგვცეს.


http://info9.ge/?l=G&m=1000&id=30408


http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=trialeti&seekTime=13-11-2013%2018:16


გილოცავთ ბავშვებოოოოოოოოო<3<3<3









ჩვენი პროექტის პრეზენტაცია:




Saturday, November 9, 2013

სტუმრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

 9 ნოემბერს გარემოს დაცვის კლუბის წევრი მოსწავლეები ესტუმრნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. ექსკურიაზე იყვნენ სხვა სკოლების გარემოს დაცვის კლუბებიც. მოსწავლეებმა პირველ რიგშე შეიძინეს ახალი მეგობრები, შეხვდნენ პროექტის ორგანიზატორებს, და რაც მთავარის დაათვალიერეს მორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. გაიგეს პარკის დაარსების ისტორია, გაეცვნენ იქ ბინადარი ცხოველები, მცენარეთა ჯიშებს. ნახეს პარკში მდსარი ციხე და ასევე ესტუმრნენ ქვაბისხევის მონასტერს. მოსწავლეები იყვნენ ძალიან კმაყოფილები და გეგმავენ პრესენტაციის მოწყობას სკოლაში, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.












Wednesday, October 23, 2013

თემში წამოჭრილი პრობლემების პრეზენტაცია

 დღეს ჩვენს კლუბში გაიმართა თემში წამოჭრილი პრობლემების პრეზენტაცია. კლუბის წევრები დაყოფილები იყვნენ სამ ჯგუფად:

1) ერთმა ჯგუფმა აწარმოა კვლევა თემის მოსახლეობაში და გააკეთა პრეზენტაცია:
 


   


2) მეორე ჯგუფმა გადაიღო ფოტოები, რომელიც ასახავდა გარემოს დაცვის კუთხით თემის პრობლემებს და გააკეთეს მათი პრეზენტაცია:

  


  3) ხოლო მესამე ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო გარემოს დაცვის კლუბის პროექტი და სთხოვა მოსწავლეებს დაეხატათ ის პრობლემები რაც არსებობს თემში:





პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მას ესწრებოდნენ სხვა კლუბის წევრები. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ მსმენელებს ქონდათ შეკითხვები , რომლებსაც პასუხობდნენ პრეზენტატორები.