Wednesday, October 23, 2013

თემში წამოჭრილი პრობლემების პრეზენტაცია

 დღეს ჩვენს კლუბში გაიმართა თემში წამოჭრილი პრობლემების პრეზენტაცია. კლუბის წევრები დაყოფილები იყვნენ სამ ჯგუფად:

1) ერთმა ჯგუფმა აწარმოა კვლევა თემის მოსახლეობაში და გააკეთა პრეზენტაცია:
 


   


2) მეორე ჯგუფმა გადაიღო ფოტოები, რომელიც ასახავდა გარემოს დაცვის კუთხით თემის პრობლემებს და გააკეთეს მათი პრეზენტაცია:

  


  3) ხოლო მესამე ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო გარემოს დაცვის კლუბის პროექტი და სთხოვა მოსწავლეებს დაეხატათ ის პრობლემები რაც არსებობს თემში:





პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მას ესწრებოდნენ სხვა კლუბის წევრები. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ მსმენელებს ქონდათ შეკითხვები , რომლებსაც პასუხობდნენ პრეზენტატორები. 

Saturday, October 5, 2013

თემის პრობლემების განხილვა

    შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს თემის (სოფლის) პრობლემებზე გარემოს დაცვის კუთხით. დავსვით შეკითხვა : "რა პრობლემა აქვს თემს გარემოს დაცვის კუთხით?" მოსწავლეებმა იდეები დააფიქსირეს ფურცლებზე, შემდეგ ისინი მიმოფანტეს იატაკზე და თითოეული მოსწავლე გაეცნო თანაგუნდელთა მოსაზრებებს. შემდეგ ისინი გამოაკრეს ფლიფჩარტზე. ძირითადად გამოიკვეთა 2 პრობლემა: თემის წყლით მომარაგება და ნაგავსაყრელის არ არსებობა. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და განიხილეს პრობლემები.
    შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად: 1-ჯგუფს დაევალა კითხვარის შედგენა და ტემის მოსახლეობის გამოკითხვა. 2-ჯგუფს-სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენის მოწყობა (გარემოს დაცვასთან დაკავშირებით). 3 ჯგუფს- ფოტო მასალის შეგროვება და პრეზენტაციის გამართვა.


    ჩვენი იდეები;






ენერჯაიზერი "ხლართი"








   


Wednesday, October 2, 2013

არჩევნები - სკოლის ლოგო და სახელი

 იმისათვის რომ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის კლუბებს ქონოდა ლოგო და სახელი ჩატარდა ლოგოს და ლახელის არჩევნები. თითოეული კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლოგო და სახელი , რომლებიც გამოფენილ იქნა სკოლის დერეფანში , მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის მისაღები ლოგო და არცევნებისას დაფიქსირეს თავიაანთი მოსაზრება. არჩევნებმა გამოავლინა გამარვებული ლოგო და სახელი( იგი არის ოთხივე კლუბის ლოგო და სახელი ).
    არჩევნები:







არჩევნების შემდეგ გამოვლინდა  გამარჯვებული ლოგო (სოფ. მეჯვრისხევის კლუბის ლოგო) და კლუბის სახელი " იმედის თვალით" :



" ჩვენ ვთანამშრომლობთ"

  მონაწილეებმა დაასახელეს ყველა მხარე ვისთანაც შეიძლება ითანამშრომლოს კლუბმა. მონაწილეების მიერ გამოთქმული ყველა იდეა კამათისა და განხილვის გარეშე დავაფიქსირეთ საპრეზენტაციო ფურცელზე- მოსწავლეებმა ისინი განათავსეს ' მზის სხივებზე' -" ჩვენ ვთანამშრომლობთ "




" მწვანე საქართველო"

  კლუბის პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი, მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი სხვადასხვა სახალისო აქტივობით. პედაგოგებმა წარმოვადგინეთ და მოსწავლეებს გავაცანით სამოქმედო გეგმა , კლუბის დატვირთვა და მისი შინაარსი. მოხდა კლუბის ლოგოს შექმნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს კლუბის ლოგოზე და სახელძე, საბოოლოო შედეგი დახატეს და გამოაკრეს სამუშაო ოთახში.








   ბავშვებმა დაწერე რას ელოდებია ამ პროექტიდან , როგორია მათი დამოკიდებულება კლუბის მუშაობის მიმართ და  დააფიქსირეს   თავიაანთი მოლოდინები : ' ჯერავს ივაღწევთ' - " მოლოდინები".





კლუბი- გარემოს დაცვე

   სოფელ მეჯვრისხევში ჩამოყალიბდა კლუბი- გარემოს დაცვა. მისი ხელმძღვანელები არიან პედაგოგები: ნინო სარაული და თამარ სალუქაშვილი. კლუბში გაწევრიანებულის 8 მოსწავლე: მარიამ ურიგაშვილი, ქეთევან დიდებაშვილი, ბექა ძურძუკი, მარიამ გინტური, დავით სალუქაშვილი, დალი მუმლაძე, ანი მუმლაძე და გიორგი ელიოზაშვილი. კლუბს გააჩნია სამოქმედო გეგმა რომელიც გაწერილია 3 თვეზე და მის არგლებში იგეგმება ბევღი საინტერესო აქტივობა: კვლევები, კონფერენციები, შეჯიბრებერი, ტრენინგები, ექსკურსიები...

" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"

    ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა.
    სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ცამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება

 პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.