Tuesday, February 25, 2014

კონფერენცია

21 თებერვალს გაიმართა კონფერენცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 8 სკოლის ქიმიის, ბიოლოგიის და გარემოს დაცვის კლუბის წევრები, მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები მოცემულ თემებზე:
 ბიოლოგია თემაზე - ,,გენური ინჟინერია გენმოდიფიცირებული პროდუქტები
ქიმია თემაზე - ,,ქიმია XXI საუკუნეშიან ,,ქიმიის როლი თანამედროვე ტექნოლოგიებში
გარემოს დაცვა თემაზე - ,,ბორჯომ-ხარაგაული ტყე-პარკის ეკოლოგიური მნიშვნელობა
  მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბიდან კონფერენციაზე წარსდგა მარიამ ურიგაშვილი თემით: ,,ბორჯომ-ხარაგაული ტყე-პარკის ეკოლოგიური მნიშვნელობა. მან დამსწრე საზოგადოებას დააცნო ტყე პარკის ისტორია, მისი მნიშვნელობა და საფრთხეები. გარემოს დაცვის თემაზე წარმოდგენილი იყო 8 სკოლის 8 მოსწავლე, მათშორის მარიამ ურიგაშვილი.
    საუკეთესო პრეზენტაციის ავტორ და მის ხელმძღვანელ გადაეცათ თემატური სახემძღვანელოები, დანარჩენმა მონაწილეებმა კი მიიღეს სერთიფიკატები მონაწილეობისათვის. ამ კონფერენციაზე მარიამ ურიგაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი და მარიამს და მე როგორც ხელმძღვანელს გადმოგვეცა თემატური სახელმძღვანელოები.


პრეზენტაცია:





 გაეცანით კონფერენციის  ანგარიშს და ფოტო მასალას: