შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს თემის (სოფლის) პრობლემებზე გარემოს დაცვის კუთხით. დავსვით შეკითხვა : "რა პრობლემა აქვს თემს გარემოს დაცვის კუთხით?" მოსწავლეებმა იდეები დააფიქსირეს ფურცლებზე, შემდეგ ისინი მიმოფანტეს იატაკზე და თითოეული მოსწავლე გაეცნო თანაგუნდელთა მოსაზრებებს. შემდეგ ისინი გამოაკრეს ფლიფჩარტზე. ძირითადად გამოიკვეთა 2 პრობლემა: თემის წყლით მომარაგება და ნაგავსაყრელის არ არსებობა. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და განიხილეს პრობლემები.
შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად: 1-ჯგუფს დაევალა კითხვარის შედგენა და ტემის მოსახლეობის გამოკითხვა. 2-ჯგუფს-სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენის მოწყობა (გარემოს დაცვასთან დაკავშირებით). 3 ჯგუფს- ფოტო მასალის შეგროვება და პრეზენტაციის გამართვა.
ჩვენი იდეები;
ენერჯაიზერი "ხლართი"
No comments:
Post a Comment