Wednesday, October 2, 2013

" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"

    ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა.
    სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ცამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება

 პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.



 

No comments:

Post a Comment